ფეხბურთი

19:34 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს სამიზნე: კაბაიე და ალვეში

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პსჟ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. პარიზული კლუბი „ნიუკასლიდან“ იოჰან კაბაიეს, ხოლო „ბარსელონადან“ დანიელ ალვეშის შეძენას შეეცდება.

„ეს გადაწყვეტილება კლუბის თამაშის არადამაკმაყოფილებელი ხარისხითაა გამოწვეული. პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასზე „ბორდო“ 2:1 დაამარცხა, ჩემპიონატის პირველ ტურში კი „სენტ-ეტიენთან“ მარცხს გადაურჩა (1:1). კლუბის მესვეურებს მიაჩნიათ,რომ დაცვის მარჯვენა ფრთას ალვეში გააძლიერებს, ხოლო ნახევარდაცვას - კაბაიე. საფრანგეთის ჩემპიონს გაუჭირდება ბრაზილიელის ყიდვა, რადგან „ბარსელონამ“ პსჟ-დან ტიაგო სილვას ტრანსფერი ვერ განახორციელა და ესპანური კლუბი დათმობაზე არ წავა“ - ამგვარ ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული გამოცემა L equipe.

გამოცემისვე ინფორმაციით, პსჟ „არსენალიდან“ ბაკარი სანიას, ხოლო „ნიუკასლიდან“ მიტიუ დებუჩის ტრანსფერს განიხილავს, თუმცა კონკრეტული ფულადი შეთავაზება კლუბს არცერთ ფეხბურთელზე გაუკეთებია.

eurosport-ის ინფორმაციით კი, პსჟ-ს თავკაც ლორან ბლანს იმედი აქვს, კაბაიე სხვა ვარიანტს აღარ განიხილავს და ფრანგულ კლუბში გადაბარგდება.

„ნიუკასლის“ ნახევარმცველის შეძენით „ტოტენჰემიცაა“ დაინტერესებული.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111559