ევროპულ მედიასაშუალებებში გავრცელებული რიგი ინფორმაციების შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ გადაწყვიტა, შექმნილი ვითარებისთვის ნათელი მოეფინა. მისი თქმით, კლუბი უახლოეს წლებში ტიაგო სილვას გაყიდვას არ გეგმავს.
“ტიაგო სილვა არ იყიდება. “ბარსელონას” გასაგონად ვამბობ, რომ მის შესაძენად ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან აქ კონტრაქტის ამოწურვამდე ითამაშებს. საქმე ფულს არ ეხება. უბრალოდ, სილვას ტრანსფერზე მოლაპარაკების გამართვა არავისთან მსურს. ფეხბურთელების დაკარგვა არ გვაწყობს, რადგან ამბიციურები ვართ და არა მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ვაპირებთ ბრძოლას. ტიაგოს კონფედერაციის თასის ფინალის შემდეგ ვესაუბრე და გამარჯვება მივულოცე. მითხრა, რომ პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს”, - ციტირებს ალ-ჰელაიფის სიტყვებს Sport.es-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ტიაგო სილვაში 32 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად.