“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის – ისკოს შეძენას ეცდება. El Confidencial-ის ცნობით, 21 წლის ესპანელთან მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, პარიზელები ნახევარდაცვის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავენ. ჯერჯერობით, ისკოს ტრანსფერის ფინანსური დეტალები, უცნობია. აქვე შეგახსენებთ, რომ პსჟ ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველებს – ედენ აზარსა და ოსკარსაც უმიზნებს.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ისკომ 26 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის ავტორი გახდა.