“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ნახევარმცველებს – ედენ აზარსა და ოსკარს უმიზნებს. ბრიტანული მედიის ცნობით, პარიზელები “არისტოკრატებთან” შეთანხმებას მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ეცდებიან.
როგორც ირკვევა, პსჟ-ს 22 წლის ოსკარის შესაძენად 41.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი აქვს გამოყოფილი. რაც შეეხება აზარს, პსჟ-ს თავკაცი ლორან ბლანი ბელგიელით დიდი ხანია ინტერესდება და მის ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს იხმარს.
აღსანიშნავია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, პსჟ სწორედ “ჩელსის” დაუპირისპირდება.