როგორც ფრანგული L"Equipe იტყობინება, "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ, პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იუარა. შედეგად, პსჟ მზადაა, 19 წლის ფრანგი ფეხბურთელი 12 მილიონ ევროდ გაყიდოს.
თავდაპირველად, ლიგა ერთის მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვდა, თუმცა სატრანსფერო ფასს ძალიან დაუწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელისადმი ინტერესს ტურინის "იუვენტუსი", "მილანი", "რომა" და ლონდონის "არსენალი" იჩენენ. მიუხედავად ინტერესისა, არც ერთ კლუბს პსჟ-სთან რეალური მოლაპარაკება არ დაუწყია.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე 9 დღე დარჩა და ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდა ნახევარმცველის ბედიც გაირკვევა.
გიორგი ბალახაძე