მიუხედავად იმისა, რომ “იუვენტუსის” წარმომადგენლები პოლ პოგბას გაყიდვას გამორიცხავენ, ფრანგი ამომავალი ვარსკვლავის სამშობლოში შესაძლო დაბრუნების შესახებ ცნობების გავრცელება არ წყდება.
ფრანგული პრესის ცნობით, 20 წლის ნახევარმცველის შეძენის სურვილს “პარი სენ ჟერმენი” გამოთქვამს, რომელსაც პოგბას ხელში უკვე იანვარში ჩაგდება სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ მზადაა, “იუვენტუსს” 40 მილიონი ევრო შესთავაზოს და პასუხის მიღების შემდეგ გადაწყდება, განაგრძობენ თუ არა ფრანგები პოგბასთვის ზამთარში ბრძოლას.