“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის – ლორან ბლანის თანაშემწე კლოდ მაკელელე კლუბთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს. ფრანგული მედიის ცნობით, 41 წლის ფრანგი პარიზში კიდევ ორ სეზონს გაატარებს.
როგორც ირკვევა, პსჟ-ს ხელმძღვანელობამ მაკელელეს წინადადებით უკვე მიმართა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფრანგი კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდება.
აღსანიშნავია, რომ პარიზელებთან მაკელელეს მოქმედ კონტრაქტს ვადა ივნისში ეწურება.