შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ინგლისური “მანჩესტერ სიტის” 25 წლის ნახევარმცველი სამირ ნასრი ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” გადავიდეს. The Sun-ის ცნობით, პარიზელები საფრანგეთის ეროვნული ნაკრების პლეიმეიკერის ხელში ჩაგდებას სეზონის ბოლოს ეცდებიან.
მოგეხსენებათ, ნასრიმ რობერტო მანჩინის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს, რითაც უკმაყოფილოა. ბრიტანული ტაბლოიდების ინფორმაციით, პსჟ-მ უკვე მიმართა ფეხბურთელის მამას – აბდელჰამიდ ნასრის.
ცნობისათვის, ნასრის “სიტისთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებმა ფრანგი 2011 წლის ზაფხულში, ლონდონის “არსენალისგან” შეიძინეს 24 მილიონ გირვანქა სტერლინგად.