მიუხედავად ერთი საათის განმავლობაში 10 კაცით თამაშისა, „პარი სენ ჟერმენმა“ „მარსელს“ ზედიზედ მე-4 მატჩი მოუგო. ეს „ველოდრომზე“, ლიგა ერთის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოხდა.
მარსელში გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 30-ე წუთზე, ტიაგო მოტამ უხეში შეცდომა დაუშვა და საკუთარ საჯარიმოში ბურთის თავით მიღება დააპირა. ბრაზილიური ფესვების მქონე იტალიელმა ბურთი დაკარგა, რის შემდეგაც ვალბუენა წააქცია. ფეხბურთელებს შორის კონტაქტი იყო და არბიტრს თერთმეტმეტრიანის დადების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მოტასთვის პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენება ნამდვილად ზედმეტი იყო. სტანდარტი ანდრე აიუმ შეასრულადა „მარსელი“ წინ გავიდა.
გუნდები შესვენებაზე საყაიმო შედეგით გავიდნენ. ამის მიზეზი 45-ე წუთზე, მაქსველის მიერ თავით გატანილი გოლია. ბრაზილიელმა მარცხენაფლანგელმა ვან დერ ვილის გადაცემა გამოიყენა.
თამაში დაახლოებით 20 წუთის განახლებული იყო, როდესაც მარკინიოსი საპენალტედ წაიქცა. საინტერესოა, რომ 19 წლის უკანახაზელი პსჟ-ს შეტევაში უფრო ადგება, ვიდრე დაცვაში. პარიზელთა მაისურით ჩატარებულ 6 მატჩში ბრაზილიელმა 3 გოლი გაიტანა და თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა, რომელიც გოლად, რა თქმა უნდა, იბრაჰიმოვიჩმა აქცია. პსჟ-მ ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო, ხოლო „მარელმა“ ბოლო 5 მატჩში პირველად წააგო.
სამარცხვინო ანგარიშით წააგო „ლიონმა“, რომელიც „მონპელიეს“ სტუმრობდა. ბოლო 2 გასვლით თამაშში უქულოდ დარჩენილმა „ლიონმა“, „მონპელიეს“, ზედიზედ 5 ფრის შემდეგ, დიდი ანგარიშით მოგების საშუალება მისცა. პირველ ტაიმში, მასპინძლებმა 2 გოლი იკმარეს. მე-2 ნახევრის დასაწყისში, სტუმრებმა ერთი ბურთი კი გაქვითეს, მაგრამ შეხვედრის ბოლომდე კიდევ 3-ჯერ გაუშვეს და საბოლოოდ 1:5 წააგეს.
მონპელიე-ლიონი 5:1 (2:0)
მონპელიე, “ლა მოსონი” 14730
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, მარვო, კონგრი, ილტონი, ელ კაუტარი, სანსონი, სტამბული, კამარა, კაბელა (მარტინი 75), მუნიე (ბაკარი 69), მონტანო (ერერა 80).
მწვრთნელი: ჟან ფერნანდესი.
ლიონი (4-2-3-1): ლოპესი, ფერი, კონე, ფოფანა, ბედიმო, მვუემბა (დანიჩი 60), გრენიე, ბრიანი (პლეა 60), გონალონი, ლაკაზეტი, გომისი (მალბრანკი 80).
მწვრთნელი: რემი გარდი.
გოლები: 1:0 მონტანო (17), 2:0 მუნიე (45), 2:1 ლაკაზეტი (47), 3:1 კაბელა (60, პენ), 4:1 კაბელა (67), 5:1 მონტანო (68).
გაფრთხილებები: სანსონი 29, მონტანო 38 - ბედიმო 26, გონალონი 41, ლოპესი 57.
გაძევება: გონალონი 82.
მსაჯი: სტეფან ლენუა.
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 15 (8)-17 (5), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 15-19.
ბორდო-სოშო 4:1 (2:1)
ბორდო, “შაბან დელმა” 12823
ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო (შალმე 66), ენრიკე, სანე, ორბანი, ობრანიაკი, ტრაორე (კააბუნი 88), სერტიჩი, სევე, ჟუსიე (როლანი 65), დიაბატე.
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
სოშო (4-2-3-1): პუპლინი, კორშია, კანტი, ზუმა, ფოსურიე, ლოპი, დიასი, კონტუ, გუერბერი (პრჩიჩი 65), რუდე (კამარა 72), ბაკამბუ (მაიუკა 59).
მწვრთნელი: ომარ დაფი.
გოლები: 0:1 კონტუ (17), 1:1 სევე (21, პენ), 2:1 ჟუსიე (38), 3:1 დიაბატე (70), 4:1 დიაბატე (89).
გაფრთხილებები: ენრიკე 11, ობრანიაკი 71, შალმე 89 - პუპლინი 19.
მსაჯი: ფილიპ კალტი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 19 (9)-10 (1), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 2-5, სეივი: 0-5, ჯარიმა: 12-17.
მარსელი-პსჟ 1:2 (1:1)
მარსელი, “ველოდრომი”
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მენდი, პაიე (კალიფა 69), რომაო, ვალბუენა, ვანგა (ტოვინი 79), ა. აიუ, ჯ. აიუ (ჟინიაკი 66).
მწვრთნელი: ელი ბოპი.
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, მარკინიოსი, მაქსველი, მოტა, ვერატი, მატუიდი, კავანი (ლუკასი 81), იბრაჰიმოვიჩი (კამარა 75), ლავესი (რაბიო 35).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 1:0 ა. აიუ (34, პენ), 1:1 მაქსველი (45), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (66).
გაფრთხილებები: ფანი 39, პაიე 55, რომაო 79 - ვერატი 31, იბრაჰიმოვიჩი 75, კავანი 80, მაქსველი 90+3.
გაძევება: მოტა 30.
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 9 (5)-4 (4), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 23-12.
1. | მონაკო | 9 | 6 | 3 | 0 | 16:5 | 21 |
2. | პსჟ | 9 | 6 | 3 | 0 | 14:5 | 21 |
3. | ლილი | 9 | 5 | 2 | 2 | 11:4 | 17 |
4. | მარსელი | 9 | 5 | 2 | 2 | 13:7 | 17 |
5. | ნანტი | 9 | 5 | 1 | 3 | 14:8 | 16 |
6. | ნიცა | 9 | 4 | 2 | 3 | 11:10 | 14 |
7. | სტ. ეტიენი | 9 | 4 | 1 | 4 | 12:11 | 13 |
8. | მონპელიე | 9 | 2 | 6 | 1 | 14:12 | 12 |
9. | რეიმსი | 9 | 2 | 6 | 1 | 7:6 | 12 |
10. | ბასტია | 9 | 3 | 3 | 3 | 11:11 | 12 |
11. | რენი | 9 | 3 | 3 | 3 | 8:9 | 12 |
12. | ტულუზა | 9 | 3 | 3 | 3 | 7:10 | 12 |
13. | გენგამი | 9 | 3 | 2 | 4 | 12:10 | 11 |
14. | ლიონი | 9 | 3 | 2 | 4 | 13:12 | 11 |
15. | ბორდო | 9 | 2 | 4 | 3 | 11:12 | 10 |
16. | ევიანი | 9 | 2 | 3 | 4 | 10:17 | 9 |
17. | აიაჩო | 9 | 1 | 4 | 4 | 6:12 | 7 |
18. | ლორიანი | 9 | 2 | 1 | 6 | 7:15 | 7 |
19. | სოშო | 9 | 1 | 2 | 6 | 7:18 | 5 |
20. | ვალანსიენი | 9 | 1 | 1 | 7 | 5:15 | 4 |
ბომბარდირები
ფალკაო („მონაკო“) – 7; ჯორდევიჩი („ნანტი“); რივიერი („მონაკო“), ბერიგო („ევიანი“) – 6; სვიტანიჩი („ნიცა“), იატაბარე („გენგამი“), დიაბატე („ბორდო“), კაბელა („მონპელიე“) – 5.
შემდეგი ტური
18 ოქტომბერი
ნიცა-მარსელი; რეიმსი-ტულუზა.
19 ოქტომბერი
პსჟ-ბასტია; აიაჩო-ნანტი; ევიანი-გენგამი; მონპელიე-ლილი; რენი-ვალანსიენი.
20 ოქტომბერი
სოშო-მონაკო; სენტ ეტიენი-ლორიანი; მარსელი-ბორდო.