ფრანგულმა “პარი სენ-ჟერმენმა” იტალიურ “ნაპოლისთან” ედინსონ კავანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა. ამის შესახებ Le Parisien-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ხუთშაბათს, პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო ნეაპოლელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. რამდენადაც ცნობილია, იტალიელები 26 წლის ურუგვაელის სანაცვლოდ 63 მილიონ ევროს ითხოვენ. ეს სწორედ ის თანხაა, რაც კავანის მოქმედი კონტრაქტის გამოსასყიდადაა მითითებული.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფორვარდის ხილვა მადრიდის “რეალსა” და ლონდონის “ჩელსისაც” სურთ.