"პარი სენ ჟერმენი" მზადაა "სოსიედადის" თავდამსხმელ ანტუნ გრიზმანის ტრანსფერში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონის "არსენალიც” იჩენს და "მეთოფეები" მზად არიან თავდამსხმელში 18 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.
თავად ფეხბურთელს პსჟ-ს ვარიანტი ხიბლავს და ფრანგულ გრანდში კარიერის გაგრძელებაზე უარს არ იტყვის.
23 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში სან სებასტიანელთა მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
გიორგი ბალახაძე