ფეხბურთი

17:47 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ: ლავესის + 25 მილიონი ვიტცელის სანაცვლოდ

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენი” სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ნახევარმცველის – აქსელ ვიტცელის შეძენას ეცდება. Ole-ს ცნობით, პარიზელები 24 წლის ბელგიელის სანაცვლოდ ესეკიელ ლავესისა და 25 მილიონ ევროს ჩადიან.

მოგეხსენებათ, ევროპული მედიასაშუალებები ლავესის წასვლას დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ. ზამთარში, არგენტინელის ხილვა “მილანს” სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. მოსალოდნელია, რომ “ნაპოლის” ყოფილი შემტევი პარიზს ახალი სეზონის დაწყებამდე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ “ზენიტმა” ვიტცელი წინა ზაფხულს, 40 მილიონ ევროდ, ლისაბონის “ბენფიკასგან” შეიძინა.

 

0.119388