საფრანგეთის ლიგა ერთის სტარტზე, მოქმედ ჩემპიონს, „პარი სენ ჟერმენს“ საქმეები ცუდად მისდის. „მონპელიესთან“ სტუმრად ქულების დაკარგვის შემდეგ, ლორან ბლანის გუნდი ფრეს „აიაჩოსთან“ გამართულ საშინაო მატჩში დასჯერდა.
პსჟ, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, მდევრის როლში უკვე მე-9 წუთზე აღმოჩნდა. სტუმართაგან თავი პედრეტიმ გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. ცნობისთვის, ეს „აიაჩოს“ ერთადერთი დარტყმა იყო.
პსჟ-ს ქულა ახალწვეულმა ვარსკვლავმა, ედინსონ კავანიმ მოუტანა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩენა სადებიუტო გოლით აღნიშნა. ურუგვაელმა საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმით ბურთი შორეულ ზედა კუთხეში გაგზავნა.
ქულების ზედიზედ მეორედ დაკარგვის შემდეგ, პსჟ უმთავრეს კონკურენტს. „,მონაკოს“ უკვე 4 ქულით ჩამორჩება. კლაუდიო რანიერის გუნდმა, ამჯერად, „მონპელის“ სძლია იოლად. მატჩის გმირად არა ანგარიშის გამხსნელი რადამელ ფალკაო იქცა, არამედ 23 წლის თავდამსხმელი ემანუელ რივიერი, რომელმაც მეტქოეს 3 გოლი გაუტანა და 4 ბურთით, ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.
მონაკო-მონპელიე 4:1 (1:1)
მონაკო, “ლუი II” 14753
მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, ფაბინიო, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ობადი (ნდინგა 87), ტულალანი, ოკამპოსი (ტისერანი 81), რივიერი (ჟერმენი 84), ფერეირა, ფალკაო.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
მონპელიე (4-3-3): პიონიე, კონგრი, ილტონი, დეპლანჟი, ტიენე, მარვო (დაბო 75), სტამბული, მონტანიო, კამარა, ერერა (მეზაგი 64), მუნიე (ბაკარი 58).
მწვრთნელი: ჟან ფერნანდესი.
გოლები: 1:0 ფალკაო (18, პენ), 1:1 მონტანიო (24), 2:1 რივიერი (44), 3:1 რივიერი (57), 4:1 რივიერი (81).
გაფრთხილებები: ტულალანი 51, ნდინგა 90 - მონტანიო 44, სტამბული 45, ტიენე 83.
გაძევება: კონგრი 63.
მსაჯი: ბენუა მილო.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 13 (7)-6 (3), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-3, ჯარიმა: 22-16.
ლორიანი-ნანტი 2:1 (1:1)
ლორიანი, “მუსტუა” 16614
ლორიანი (4-4-2): ოდარი (ლეკომტი 45), ბაკა, კონე, მანგა, გერეირო, ჟუფრე (რობერი 84), ლემინა, ლოტოა, მონე-პაკე (სუნუ 70), აბუბაკარი, ალიადიერი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
ნანტი (4-4-2): რიუ, სისოკო, ჯილობოჯი, ვისკარონდო, ვეინო, ოდელინი (ბედოია 50), დო (ტრებელი 81), ტურე, ბეზატი (არისტიგიეტა 73), გაკპე, ჯორდევიჩი.
მწვრთნელი: მიხელ დერ ზაკარიანი.
გოლები: 0:1 ვეინო (17), 1:1 აბუბაკარი (39), 2:1 ალიადიერი (61).
გაფრთხილებები: კონე 31 - ტურე 30.
მსაჯი: სებასტიენ დეზიაჟი.
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 16 (8)-9 (3), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-6, ჯარიმა: 9-20.
პსჟ-აიაჩო 1:1 (0:1)
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე, ალექსი, სილვა, მაქსველი, ლუკასი (ონგენდა 76), მოტა, მატუიდი (ვერატი 68), პასტორე (ლავესი 57), კავანი, იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
აიაჩო (4-3-2-1): ოჩოა, ნადო (ენგბარი 69), ზუბარი, პეროცო (დიელნა 47), ბონარი, პედრეტი, პიერაცი, ლასნე, მოსტეფა, დიარა, მუტუ (ოლიეში 52).
მწვრთნელი: ფაბრიციო რავანელი.
გოლები: 0:1 პედრეტი (9), 1:1 კავანი (86).
გაფრთხილებები: ალექსი 68, ლავესი 89 - ზუბარი 68, ოჩოა 72, ლასნე 90+3.
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.
ბურთის ფლობა: 77%-23%, დარტყმა: 38 (17)-1 (1), კუთხური: 12-1, თამაშგარე: 6-3, სეივი: 0-16, ჯარიმა: 16-11.