ფეხბურთი

21:51 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ იბრაჰიმოვიჩისა და სილვას გაყიდვას არ აპირებს

“პარი სენ ჟერმენის” წარმომადგენლები კვლავ ირწმუნებიან, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგუ სილვა პარიზულ კლუბს არ დატოვებენ.

ედინსონ კავანის “ნაპოლიდან” პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ლოგიკურად გაჩნდა ეჭვები, რომ ფრანგულ კლუბს იბრაჰიმოვიჩი აღარ სჭირდებოდა. გარდა ამისა, ვრცელდება ხმები, რომ პსჟ “რომადან” ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, მარკინიოსის შეძენას აპირებს და თუ მართლა ასე მოხდა, შესაძლოა, ტიაგუ სილვამ “ბარსელონას” მიაშუროს. თუმცა, “პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ზლატანისა და სილვას წასვლას გამორიცხავს.

“რჩებიან თუ არა ზლატანი და ტიაგუ გუნდში? უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ რჩებიან. ფეხბურთელების აგენტებიც იგივეს იმეორებენ. ჩვენი პროექტი გრძელდება.

ახლახანს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ედინსონ კავანი შევიძინეთ. ჩვენი მიზანი არ იცვლება – უახლოესი 4 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვაპირებთ.” – ციტირებს ნასერ ალ-ხელაიფის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.115714