იტალიური “ნაპოლის” ვარსკვლავ ედინსონ კავანის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან ნაბიჯი აშორებს. L’Equipe-ს ცნობით, პარიზელები ნეაპოლელთა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი 99%-ით შედგება.
მოგეხსენებათ, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კავანიში 63 მილიონ ევროს ითხოვდა და ამ თანხის გადახდაზე ვერავინ დაიყოლია. ბონუსების ჩათვლით, ურუგვაელის სანაცვლოდ, “ნაპოლი” პსჟ-სგან 64 მილიონ ევროს მიიღებს.
ახლა, მხოლოდ პსჟ-სა და კავანის შორის პირადი კონტრაქტის შეთანხმებაღა დარჩა, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.