“პარი სენ ჟერმენი” “რეალის” ვეტერანი ნახევარმცველის, ჩაბი ალონსოს შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და ფრანგები მიზნის მისაღწევად თანხის დაზოგვას არ აპირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.
მადრიდული გამოცემის ცნობით, პარიზელები მზად არიან ესპანელ შუახაზელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ და მას 40 მილიონი ევრო გადაუხადონ. ალონსოს წლიური ანაზღაურება 10 მილიონი იქნება, ხოლო ათ მილიონსაც ის ბონუსის სახით, კონტრაქტის გაფორმების დროს მიიღებს.
32 წლის ფეხბურთელსა და “რეალს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ცნობილია, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ გარკვეული ჯერ არაფერია.