ფეხბურთი

2:05 | 30.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ „ბარსელონასთვის“ ჩემპიონთან მოითელა

საფრანგეთის ლიგა ერთის 30-ე ტურის გახსნით მატჩში, მიმდინარე გათამაშების ლიდერმა და სავარაუდოდ მომავალმა გამარჯვებულმა „პარი სენ ჟერმენმა“ მოქმედ ჩემპიონ „მონპელიეს“ უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა თავიანთი შანსები სტუმრებსაც ჰქონდათ. შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. 81-ე წუთზე, პარიზელთა კონტრშეტევის დროს, საჯარიმოში მყოფმა იბრამ გამეირომ მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ, კარის ხაზზე მდგომმა ორმა მცველმა ვერაფერი გააწყო და პსჟ „ბარსელონასთან“ გასამართ საჩემპიონთალიგო თამაშს კარგი განწყობით ხვდება.

 

პსჟ-მონპელიე 1:0 (0:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი” 44718

პსჟ (4-4-2): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, მაქსველი, შანტომი (გამეირო 73), ვერატი (ბექჰემი 72), მატუიდი, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი, მენესი (ჟალე 86).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, კონგრი, ჰილტონი, ელ კაუტარი, ბედიმო, სტამბული (დაბო 73), ბელჰანდა, კამარა, კაბელა (მარტინი 61), უტაკა, შაბრონიე (ერერა 72).

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

გოლი: 1:0 გამეირო (81).

გაფრთხილებები: იბრაჰიმოვიჩი 60 - მარტინი 70.

მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 19 (6)-7 (2), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 4-0, სეივი: 2-5, ჯარიმა: 15-19.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111958