ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი “პარი სენ ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის, 2 აპრილს პარიზში გაიმართება, თუმცა “პარკ დე პრენსის” სტადიონის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბილეთები უკვე გაყიდულია. “ეს აჟიოტაჟი ანსამბლ “როლინგ სთოუნზის” კონცერტს თუ შეედრება, - უთხრა L'equipe-ს პსჟ-ს გენდირექტორის მოადგილემ, ფრედერიკ ლონგიუპემ, - ჩვენი სტადიონი 45 ათას მაყურებელს იტევს, აქედან 25 ათასი სეზონური აბონემენტის მფლობელია, 5 ათასი უეფასა და “ბარსელონას” აქვთ დაჯავშნული, ასე რომ, თავისუფალ გაყიდვაში მხოლოდ 15 ათასი ბილეთი იყო, ხოლო მოთხოვნა დაახლოებით 700 ათასი ადამიანისგან შემოვიდა. შავ ბაზარზე უკვე ყიდიან ბილეთს ათას ევროდ.