ფეხბურთი

22:06 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ, ანჩელოტის სანაცვლოდ, ორ ამხანაგურ მატჩს ითხოვს

 

კარლო ანჩელოტის “რეალის” მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის საკითხი კვლავ აქტუალურია. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები ერთ-ერთ პირობად “რეალთან” 2 ამხანაგური მატჩის გამართვას აყენებენ.

როგორც ცნობილია, მადრიდელები იტალიელის ფრანგული კლუბიდან “დახსნას” დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ პსჟ-ს მწვრთნელი იოლად არ ეთმობა. ბოლო საათებში, ფრანგულ კლუბს ფაბიო კაპელო დაუკავშირეს და მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, პსჟ ანჩელოტის “რეალში” გაშვებას დასთანხმდებოდა, მაგრამ ამჟამად რუსეთის ნაკრებში მომუშავე სპეციალისტთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. მადრიდული AS-ის ცნობით, პარიზელები ანჩელოტის “რეალს” იმ შემთხვევაში დაუთმობენ, თუ მადრიდელები ორი ამხანაგური თამაშის გამართვაზე თანხმობას განაცხადებენ. ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის უნდა გაიმართოს ეს მატჩები.

0.122194