ფეხბურთი

1:59 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პროკურორმა პასარელას დაპატიმრება მოითხოვა

 არგენტინაში პროკურორმა ხოსე მარია კამპანიოლიმ ბუენოს აირესის “რივერ პლეიტის” ყოფილი პრეზიდენტის დანიელ პასარელას დაპატიმრება მოითხოვა. “ელ გრან კაპიტანოს” მეტსახელად ცნობილ, ამჟამად 60 წლის პასარელას არგენტინის დედაქალაქის “ელ მონუმენტალის” სტადიონზე საფეხბურთო მატჩებისა და კონცერტების ბილეთების გაყიდვისას სხვადასხვა მაქინაციებში სდებენ ბრალს.

გამომძიებელთა ვერსიით, არამართლზომიერ ქმედებებში გახვეულები კლუბის უწინდელი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, აგრეთვე ფანატთა გაერთიანება “რივერ პლეიტის” წევრებიც არიან.

შეგახსენებთ, მოთამაშეობისას ცენტრალური მცველი დანიელ ალბერტო პასარელა “რივერ პლეიტისა” (თამაშობდა ფლორენციის “ფიორენტინასა” და მილანის “ინტერშიც”) და არგენტინის ნაკრების კაპიტანი იყო. 1978 და 1986 წლებში იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1994-98 წლებში კი არგენტინელთა ეროვნულ გუნდს თავკაცობდა.

0.11456