ფეხბურთი

4:52 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერაში ზავი ჯერ არ იციან

შაბათს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ახალი სეზონი 3 მატჩით გაიხსნა. „ვალენსიამ“, „ბილბაომ“ და „სოსიედადმა“ 2013–2014 წლების საფეხბურთო სეზონი წარმატებით დაიწყეს და თავიანთ ქომაგებს იმედებიც ჩაუსახეს.

მიროსლავ ჯუკიჩის „ვალენსია“ „მალაგას“ „მესტალიაზე“ დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით სძლია. მატჩში ბევრი საგოლე მომენტი არ ყოფილა და როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვებულის ვინაობაც ერთმა ბურთმა გამოარკვია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, შეტევაში ჩართულმა მცველმა რიკარდუ კოშტამ იხეირა და „ღამურებს“ მიმდინარე სეზონში პირველი 3 ქულა მოუტანა.

გასვლით მატჩში იმარჯვა „ბილბაომ“, რომლის მეტოქეც „ვალიადოლიდი“ გახლდათ. ანგარიში 29–ე წუთზე გაიხსნა – მარკელ სუსაეტა დასარტყმელ პოზიციაში აღმოჩნდა და მისთვის არც მიზანს უმტყუნია.

ორიოდ წუთში, წონასწორობა აღდგა – ოსკარის პასის შემდეგ, პატრიკ ებერტმა დაახლოებით 15 მეტრიდან დაჰკრა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გაიყვანა. მე–2 ტაიმის დებიუტში, იკერ მუნიაინმა ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა და საბოლოო ანგარიში – 1:2 დააფიქსირა.

სან სებასტიანის „სოსიედადმა“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაუშვა. „ანოეტას“ ბინადრებმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს. 42–ე წუთზე, მასპინძლები კარლოს ველამ დააწინაურა. საგულისხმოა, რომ მექსიკელმა ამით პრიმერას ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

მე–2 ტაიმში, „სოსიედადის“ უპირატესობა ჰარის სეფეროვიჩმა გაზარდა, რის შემდეგაც სტუმრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს – 2:0.

 

ვალენსია. „მესტალია“. 35000

ვალენსია – მალაგა 1:0 (0:0)

ვალენსია: ალვესი, კოშტა, რამი, პერეირა, ფუეგო, ბანეგა (კანალესი 86), ბერნატი, კარტაბია (ფეგული 66), ვიერა (გუარდადო 79), მიჩელი, პოშტიგა.

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

მალაგა: კაბალიერო, ანხელერი, ანტუნეში, ხამესი, ჩენი, ტისონე, დუდა (ანდერსონი 70), მორალესი (სამუ 70), დარდერი (ფერნანდესი 80), სანტა კრუსი, ოლინგა.

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

გოლი: 1:0 კოშტა (64)

გაფრთხილებები: მიჩელი (13), პერეირა (53), კოშტა (86) – მორალესი (27), ჩენი (38), ანტუნეში (46), დარდერი (66), ოლინგა (78)

კარში დარტყმა: 9 (1) – 11 (2) ჯარიმა: 15 - 23 კუთხური: 9 - 6 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 2 – 0

 

სან სებასტიანი. „ანოეტა“. 25000

სოსიედადი – ხეტაფე 2:0 (1:0)

სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, ჩორი კასტრო, ელუსტონდო (გასტანიაგა 82), სურუტუსა (ხაბი პრიეტო 67), პარდო (როსი 71), ველა, სეფეროვიჩი.

მწვრთნელი: ხაგობა არასატე

ხეტაფე: მოია, ვალერა, რუანო, ლოპესი, ესკუდერო, პედრო ლეონი (ფედორი 65), მიჩელი, კასტრო, ლასენი, სარაბია (ლაფიტა 61), კოლუნგა (მოსკერა 75)

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

გოლები: 1:0 ველა (42), 2:0 სეფეროვიჩი (70)

გაფრთხილებები: როსი (81) – ესკუდერო (52)

კარში დარტყმა: 16 (6) – 15 (2) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 15015

ვალიადოლიდი – ბილბაო 1:2 (1:1)

ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, ვალიენტე, პენია (ბერგდიჩი 85), რუაკვინა, ებერტი, ალვარო, ოსკარი (ოსორიო 76), ომარი (რამა 58),, სასტრე, გერა.

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, ბალენსიაგა, ეკისა (ლაპორტი 37), გურპეგი, სუსაეტა (დე მარკოსი 85), ბენიატი, იტურასპე, ერერა (მორანი 86), სოლა, მუნიაინი.

მწვრთნელი: ერბესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 სუსაეტა (29), 1:1 ებერტი (31), 1:2 მუნიანი (50)

გაფრთხილებ: ებერტი (80)

კარში დარტყმა: 8 (2) – 13 (3) ჯარიმა: 10 - 8 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 1 – 1

0.143305