ფეხბურთი

4:55 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერას მადრიდი ლიდერობს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ორხელისუფლიანობა დაბრუნდა. „ატლეტიკოს“ მარცხმა და „რეალის“ გამარჯვებამ „ბარსელონა“ მე-3 ადგილზე გადაიყვანა. მადრიდულ კლუბებს 57-57 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.

საგულისხმოა, რომ შაბათს ჩატარებულ ოთხივე მატჩში მასპინძლებმა იმარჯვეს. ესპანურ მინდვრებზე გოლებიც მრავლად გავიდა და გულშემატკივარს არ მოუწყენია.

კარლო ანჩელოტის დამოძღვრილი „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუხვდა და უქულოდ გაისტუმრა. მატჩის დებიუტში, მადრიდელთა ვარსკვლავმა გარეტ ბეილმა მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა იოლად აიღო სტუმართა კარი. დაახლოებით 20 წუთში, ბეილმა ასისტენტობა ითავა და კარიმ ბენზემას გაატანინა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს და ქულის გადარჩენის იმედი დაიბრუნეს.

64-ე წუთზე, „რეალმა“ კარგი კომბინაცია გაითამაშა, რის შედეგადაც ხესე აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე და თავისი შანსი გამოიყენა. „ვილიარეალი“ არ ნებდებოდა, რაც ტაბლოზეც აისახა - ჯოვანი დოს სანტოსმა საჯარიმო დატრყმა უზადოდ შეასრულა და ანგარიშში სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა.

სტუმრები იბრძოდნენ, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს. მით უმეტეს, რომ 76-ე წუთზე, ბენზემამ მადრიდელთა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა და „ვილიარეალს“ იმედი საბოლოოდ გადაუწურა - 4:2.

„რეალისგან“ განსხვავებით, წარუმატებელი მატჩი ჰქონდა მეორე მადრიდულ კლუბ „ატლეტიკოს“, რომელიც „ალმერიასთან“ საგარეო მატჩში დამარცხდა. მატჩის ძირითადი მოვლენები უკანასკნელ 10 წუთში განვითარდა. „ატლეტიკო“ ფრეს არ ეგუებოდა და უტევდა, მაგრამ სანაცვლოდ, თავის კარში 2 ბურთი მიიღო და რომ არა ძელს ორჯერ მოხვედრილი ბურთი, ანგარიში მეტიც იქნებოდა.

ასე იყო თუ ისე, მე-80 წუთზე, ვერსამ შორეული დარტყმით აიღო დიეგო სიმეონეს გუნდის კარი და სტუმრებს საქმე მნიშვნელოვნად გაურთულა. 85-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან მადრიდელთა მეკარე დანიელ არანსუბია გააძევა და რადგან სიმეონეს ცვლილებათა ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, პენალტის დროს კარში ჩადგომა გაბის მოუწია. თერტმეტმეტრიანის ნიშნულტა ვერსა მივიდა, დუბლი გაიფორმა და „ატლეტიკოს“ უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა.

შაბათს, მოედანზე კიდევ ერთი მადრიდული კლუბი - „რაიო ვალიეკანოც“ იყო, რომელმაც „მალაგას“ უშანსოდ სძლია. 63-ე წუთისთვის, მადრიდელები 4-ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ და ისღა დარჩენოდათ, მატჩი მშვიდად დაესრულებინათ. ანდალუსიელებმა ალექსანდრ იაკოვენკოს გოლით ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მეტი ვეღარაფერი შეძლეს - 4:1.

იოლი მატჩი ჰქონდა „ვალენსიასაც“, რომელიც „მესტალიაზე“ „ბეტისს“ დაუხვდა. კარგი დღე არც მეორე ანდალუსიურ კლუბს დაადგა. „ღამურებმა“ სტუმართა მეკარე 5-ჯერ დაამწუხრეს და თავიანთი კარის მშრალად შენახვა მოახერხეს - 5:0.

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 75624

რეალი - ვილიარეალი 4:2 (2:1) 

რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, მარსელო (კოენტრაუ, არბელოა 46), კარვახალი, მოდრიჩი, ბეილი, დი მარია (ალონსო 68), ილიარამენდი, ბენზემა, ხესე.

 მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, დორადო, გასპარი, ხაუმე, სორიანო, აკინო, გომესი (ტრიხეროსი 58), გომესი (რომანი 63), პერეირა (პერბე 68).

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

გოლი: 1:0 ბეილი (7), 2:0 ბენზემა (25), 2:1 გასპარი (43), 3:1 ხესე (64), 3:2 დოს სანტოსი (69), 4:2 ბენზემა (76)

გაფრთხილება: ჰაუმე (55), გასპარი (59)

კარში დარტყმა: 13 (6) – 10 (3) ჯარიმა: 10 - 7 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 1 – 2

 

ვალენსია. „მესტალია“. 29000 

ვალენსია - ბეტისი 5:0 (2:0) 

ვალენსია: ალვესი, სენდეროსი (ვეზუ 82), მატიე, ბარაგანი, ფუეგო, ფეგული, პარეხო, ბერნატი, ვარგასი, პიატი (მიჩელი 65), ალკასერი (ჟონასი 75).

 მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

ბეტისი: ადანი, ამაია, ფიგერასი, დიდაკი (იგიებორი 67), ვერდუ, ნ’დიაიე, რეიესი, მაბვატი (მოლინა 46), ხუანფრანი, კასტრო, ბაპტისტაუ (მატილია 58).

მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი

გოლი: 1:0 მატიე (41), 2:0 ალკასერი (44), 3:0 ფეგული (62), 4:0 ალკასერი (68), 5:0 ვარგასი (79)

გაფრთხილება: რეიესი (23), ფიგერასი (53)

კარში დარტყმა: 18 (9) – 9 (2) ჯარიმა: 7 - 15 კუთხური: 9 - 9 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 2 – 4

 

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 11000 

რაიო - მალაგა 4:1 (3:0)

რაიო: რუბენი, კაშტრუ, არბილია, ნაჩო, ტრასორასი (გონსალესი 57), ბაენა, საული, ფალკე, ლარივეი (ლონგო 74), ბუენო, როჩინა (ბანგურა 57).

 მწვრთნელი: პაკო ხემესი

მალაგა: კაბალიერო, ანხელერი, ანტუნეში, სანჩესი, ფლავიუ, პერესი (კასადო 46), კამაჩო, მორალესი (დარდერი 46), ამრაბატი, ხუანმი (იაკოვენკო 66), სამუ.

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

გოლი: 1:0 ფალკე (26), 2:0 არბილია (28), 3:0 ლარივეი (45პ.), 4:0 ფალკე (63), 4:1 იაკოვენკო (72)

გაფრთხილება: საული (53), ნაჩო (62), არბილია (84) - სანჩესი (5), ანტუნეში (16), პერესი (30), სანჩესი (45), კამაჩო (52)

გაძევება: სანჩესი (45)

კარში დარტყმა: 11 (6) – 15 (5) ჯარიმა: 20 - 14 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 5 - 3 ბურთის ფლობა: 61% - 39% სეივი: 4 – 2

 

ალმერია. ხუეფოს მედიტერანეოსი“.

ალმერია - ატლეტიკო 2:0 (0:0)

ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, ტორსილერი, რაფიტა, ტრუხილიო, სორიანო (ბარბოსა 58), ვერსა, აზიზი, ვიდალი, სუსო (კორონა 89), ზონგო (დიასი 90).

 მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

ატლეტიკო: არანსუბია, მირანდა, ხუანფრანი, გოდინი, მანკილიო, ტიაგუ (სოსა 67), დიეგო (სუარესი 67), გაბი, რაულ გარსია (ადრიანი 77), თურანი, კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 1:0 ვერსა (80), 2:0 ვერსა (86პ.)

გაფრთხილება: სორიანო (43), სუსო (58) - დიეგო (23), რაულ გარსია (55)

გაძევება: არანსუბია (84)

კარში დარტყმა: 7 (3) – 12 (1) ჯარიმა: 21 - 8 კუთხური: 2 - 1 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 38% - 62% სეივი: 1 – 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.139695