დღევანდელი ევროპის სუპერთასის ფინალის შემდეგ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–3 ტურის არცთუ მნიშვნელოვანი მატჩები უყურადღებოდ დარჩა და ეს სავსებით ლოგიკურიცაა. მაშინ, როდესაც „ბაიერნი“ და „ჩელსი“ ევროპის საუკეთესო კლუბის ვინაობას არკვევდნენ, „ალმერია“ „ელჩეს“ მასპინძლობდა, „რაიო ვალიეკანო“ – „ლევანტეს“.
ალმერიელები პრიმერა დივიზიონში აღზევებულ „ელჩეს“ უხვგოლიან მატჩში დაუზავდნენ. გუნდებმა ერთმანეთის კარი ორ–ორჯერ აიღეს და ქულები გაცვალეს.
„რაიო ვალიეკანო“ „ლევანტეს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და მეტიც მოეთხოვებოდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრები გააწბილა. სტუმრები რუბენ გარსიამ დააწინაურა, მაგრამ მადრიდელებმა 79–ე წუთზე აღადგინეს წონასწორობა. გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანდრეას ივანშიცმა მიითვალა – 1:2.
ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 8000
ალმერია – ელჩე 2:2 (2:1)
ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, პელერანო, რაფიტა, ტრუხილიო, სორიანო (აზიზი 73), ვერსა, ტებარი, ვიდალი (ჰიუ 90), სუსო, როდრი (დიასი 82).
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
ელჩე: ერერა, საპუნარუ (მანტეკონი 78), ლომბანი, ალბაკარი, ბოტია, სანჩესი, პერესი, ჩავესი (ნიგესი 63), ხილი, მანუ (ბოაკე 63), კორომინასი.
მწვრთნელი: ფრანკ ესკრიბა
გოლები: 1:0 სორიანო (11), 1:1 ალბაკარი (32), 2:1 ვერსა (45პ.), 2:2 ბოაკე (90)
გაფრთხილებები: დუბარბიერი (32), ვერსა (36), პელერანო (90), სუსო (90) – ბოტია (26), საპუნარუ (45), ლომბანი (56), პერესი (90), ნიგესი (90)
გაძევება: დუბარბიერი (67)
კარში დარტყმა: 9 (5) – 15 (9) ჯარიმა: 18 - 18 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 38% - 62%
მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 6500
რაიო – ლევანტე 1:2 (0:1)
რაიო: რუბენი, არბილია, ტიტო, ნაჩო, ხალვესი, გონსალესი (ლარივეი 56), ტრასორასი, საული, ფალკე (ემბარბა 5, ფერნანდესი 70).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, ვინტრა, ელ–ადუა, პინტუ (დიოპი 62), კსუმეტრა, რიოსი (ივანშიცი 72), გარსია (ელ–ზჰარი 64), ბარალი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
გოლები: 0:1 გარსია (26), 1:1 ლარივეი (79), 1:2 ივანშიცი (90)
გაფრთხილებები: გონსალესი (55), ხალვესი (68), ბუენო (80), ტრასორასი (84) – ლოპესი (44), ბარალი (56), ხუანფრანი (59)
გაძევება: ბანგურა (60)
კარში დარტყმა: 23 (8) – 6 (2) ჯარიმა: 14 - 17 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 76% - 24% სეივი: 0 – 7