როგორც ბრიტანული Guardian-ი იტყობინება, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დახარჯული თანხების მხრივ, სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირეს.
პრემიერლიგის კლუბებმა სამი თვის განმავლობაში ტრანსფერებში 835 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 630 მილიონი იყო.
პრემიერლიგაში აგრეთვე დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდი: ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედში" 59.7 მილიონ გირვანქას სანაცვლოდ გადავიდა.
ბრიტანულმა გამოცემა სხვა ევროპის ტოპ-ჩემპიონატების მონაცემებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მეორე ადგილზე ტრანსფერებში დახარჯული თანხით ესპანეთის პრიმერა დივიზიონია _ 425 მილიონი გირვანქა. სერია A-ს კლუბებმა მოთამაშებში 260 მილიონი გაიღეს, ბუნდესლიგის გუნდებმა _ 250, ხოლო საფრანგეთის ლიგა ერთის კლუბებმა _ 100.
გიორგი ბალახაძე