ინგლისის პრემიერლიგის 2013 წლის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად მანუელ პელეგრინი, ხოლო ფეხბურთელად ლუის სუარესი დასახელდა.
ფეხბურთის ასოციაციამ “მანჩესტერ სიტის” ჩილელ სპეციალისტს ბრწყინვალე გარჯა დაუფასა. დეკემბრის თვეში, პელეგრინის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, პრემიერლიგის 7 თამაშიდან 6 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. შედეგად, ქალაქელებმა ლიდერ “არსენალთან” ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს.
შესანიშნავი თვე ჰქონდა ლუის სუარესსაც. ურუგვაელმა შემტევმა, დეკემბერში ჩატარებულ 7 თამაშში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.