ფეხბურთი

20:20 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი: “როსის ბოლომდე დაველოდებით”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი აცხადებს, რომ “სკუადრა აძურას” კარი ჯუზეპე როსისთვის დახურული არაა.

ცოტა ხნის წინათ, როსიმ მორიგი მძიმე ტრავმა მიიღო და ის ფეხბურთს დაახლოებით 3 თვით ჩამოშორდა. ამის მიუხედავად, პრანდელი აცხადებს, რომ ის, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, “ფიორენტინას” 26 წლის ფეხბურთელზე იმედებს კვლავ ამყარებს.

“როსიმ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. მან იცის, რომ მასზე იმედებს ვამყარებთ და მზად ვართ ბოლო წუთამდე დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, რომ როსი საკუთარ თავში დროულად გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ძალას გამონახავს.” – აცხადებს პრანდელი, რომელიც კომენტარს “სასუოლოს” ახალგაზრდა თავდამსხმელზე, დომენიკო ბერარდიზეც აკეთებს – “ბერარდი მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ არ მინდა ახალგაზრდა მოთამაშეს დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრო. მან ყველაფერი თანმიმდევრობით უნდა გააკეთოს და ასეთ შემთხევაში, ყველაფერი კარგად იქნება.”

0.12033