ფეხბურთი

18:51 | 2.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი: “ბალოტელის სიმშვიდე სჭირდება”

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ჩეზარე პრანდელი, მარიო ბალოტელიზე საუბრისას, ფეხბურთელის განვითარებაში “მილანის” სამწვრთნელო შტაბის მიერ შეტანილ დიდ წვლილზე საუბრობს.

“მარიოსთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდეში დატოვოთ. ასეთ შემთხვევაში, ის მთელს თავის ნიჭს გამოავლენს. ქედს ვიხრი მასიმილიანო ალეგრისა და მისი სამწვრთნელო შტაბის წინაშე, რადგან მათ ამ ფეხბურთელის გაცოცხლება მოახერხეს.

ვფიქრობ, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მარიოს მწვრთნელებში უმართლებდა. მათ ის მრისხანე ფეხბურთელად აქციეს.” – ციტირებს პრანდელის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

0.117692