ფეხბურთი

18:01 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი ბალოტელის იტალიაში დაბრუნებით კმაყოფილია

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი კმაყოფილია იმით, რომ მარიო ბალოტელი იტალიაში დაბრუნდა და სტეფან ელ შაარავისთან ერთად ითამაშებს.

“ვხედავ, რომ ბალოტელიმ საკუთარი თავის რწმენა შეიძინა. ახლა, ის კმაყოფილია იმით, რომ თავის ოჯახთან ახლოს იმყოფება.

როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, კმაყოფილი ვარ იმით, რომ მარიო და სტეფან ელ შაარავი ერთად თამაშობენ. ისინი ერთმანეთს კარგად გაუგებენ. ამ წყვილს სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია. ბოლო დროს, მათ ძალიან მოუმატეს.” – აცხადებს პრანდელი QS-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

0.113049