“სარაგოსასა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ელდერ პოშტიგა უახლოეს მომავალში “ვალენსიას” წევრი ოფიციალურად გახდება. ბოლო დღეებში ესპანურ გამოცემებში დაიწერა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა და ტრანსფერი აღარ განხორციელდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კლუბებმა საერთო ენა მაინც გამონახეს.
“ვალენსია” “სარაგოსას” პოშტიგას სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო თუ ფეხბურთელი პირველსავე სეზონში 15 ან მეტ გოლს გაიტანს, კიდევ 2 მილიონს წაუმატებს. ამასთან, პორტუგალიელი ფორვარდის კლუბი მისი მომავალი ტრანსფერიდანაც მიიღებს 20-პროცენტიან წილს.