რომის “ლაციოს” ახალწვეული ელდერ პოშტიგა გუნდს უახლოეს მატჩში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი წვივის ტრავმაა.
“პოშტიგას წვივის ტრავმა აქვს და ის გამოკვლევას უახლოეს მომავალში ჩაიტარებს. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელი “კიევოსთან” მატჩს გამოტოვებს.” – აცხადებს “ლაციოს” ექიმი სტეფანო სალვატორე.
შეგახსენებთ, რომ “ლაციომ” პოშტიგა არენდით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ვალენსიადან” აიყვანა.