პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ სპორტული ამუნიციის მწარმოებელ ამერიკულ ფირმა Nike-სთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
Soccerex-ის თანახმად, კომპანია პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებს სპორტული ტანსაცმლით 2018 წლამდე მოამარაგებს.
აღსანიშნავია, რომ Nike-სა და პორტუგალიელების თანამშრომლობა სათავეს 1997 წლიდან იღებს.
პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ახალი სათამაშო ფორმა კამერუნთან 5:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში ემოსა. ამ ფორმით ითამაშებენ პორტუგალიელები ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე.