მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი კაზემირო, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან პორტუგალიის ჩემპიონატში ვიხილოთ. აღნიშნულ ინფორმაციას AS ავრცელებს.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, კაზემიროს მომავალი ბევრ სხვა და სხვა კლუბს დაუკავშირეს, თუმცა იგი ჯერ კიდევ მადრიდულ კლუბშია და მომავალი სეზონისთვის თანაგუნდელებთან ერთად ემზადება. გუშინ თავისი შეთავაზება “რეალს” “პორტუმაც” გაუკეთა და ბრაზილიელის იჯარით აყვანის სურვილი გამოთქვა.
საუბარი ერთწლიან იჯარასა და შემდეგ შესყიდვის უფლებაზეა, თუმცა მადრიდელებს ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოსყიდვის უფლების დატოვება სურთ. თუ წყაროებს ვენდობით, “პორტუს” ხელმძღვანელები ამ პუნქტის დამატებაზე თანახმა არიან და ტრანსფერი, შეიძლება, მალე განხორციელდეს.
წინა სეზონში კაზემირომ თორმეტი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლევან გოგოტიშვილი