სხვა

0:08 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლონურ-რუსული დღე

15 თებერვალს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების 7 კომპლექტი გათამაშდა და აქედან 2-2 პოლონელების და რუსების ანგარიშზეა. ოლიმპიადის მასპინძლებმა შორტ ტრეკსა და სკელეტონში იხეირეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილამდე დაწინაურდნენ (4 ოქრო, 6 ვერცხლი, 5 ბრინჯაო). ამასთან, ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიური თამაშის შედეგი უკვე გააუმჯობესეს, თუმცა რუსი გულშემატკივრებისთვის დღე ბოლომდე წარმატებული მაინც ვერ გამოვიდა, რადგან მათი საამაყო ჰოკეის ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბულიტების სერიაში 2:3 დამარცხდა. ჰოკეისტი ქალები კი შეჯიბრებას შვეიცარიასთან 0:2 წაგებით გამოეთიშნენ.

გუნდურ ჩათვლაში ლიდერი კვლავ გერმანიაა, 7 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით. მეორე პოზიციას კი 5 ოქროთი და თითო ვერცხლ-ბრინჯაოთი შვეიცარია იკავებს.

 

ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები. სოჭი. 15 თებერვალი

გათამაშდა მედლების 7 კომპლექტი

 

შორტ ტრეკი

1500 მეტრი

ქალები

1 იან ჩჟოუ (ჩინეთი)

2 ჰი შიმ სუკი (სამხრეთ კორეა)

3 არიანა ფონტანა (იტალია)

 

შორტ ტრეკი

1000 მეტრი

კაცები

1 ვიქტორ იანი (რუსეთი)

2 ვლადიმერ გრიგორიევი (რუსეთი)

3 შინკე კნეგტი (ჰოლანდია)

 

ციგურებით სირბილი

1500 მეტრი

კაცები

1 ზბიგნევ ბრუდკა (პოლონეთი)

2 კუნ ვერვეი (ჰოლანდია)

3 დენი მორისონი (კანადა)

 

სკელეტონი

კაცები

1 ალექსანდრ ტრეტიაკოვი (რუსეთი)

2 მარტინს დუკურსი (ავსტრია)

3 მეთიუ ანტუანი (აშშ)

 

თხილამურებით რბოლა

ესტაფეტა 4X5 კმ

ქალები

1 შვედეთი

2 ფინეთი

3 გერმანია

 

სამთო თხილამურები

სუპერგიგანტი

ქალები

1 ანა ფენინგერი (ავსტრია)

2 მარია ჰიოფლ-რიში (გერმანია)

3 ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია)

 

ტრამპლინი

კაცები

1 კამილ სტოხი (პოლონეთი)

2 ნორიაკი კასაი (იაპონია)

3 პეტერ პრევცი (სლოვენია)

 

თეგებისოჭი 2014
0.118569