ფეხბურთი

18:12 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლი: “ატლეტიკომ” 1/4-ფინალში გასვლა დაიმსახურა”

“მილანის” ნახევარმცველი ანდრეა პოლი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის მძლეველი მადრიდის “ატლეტიკო” 1/4-ფინალში დამსახურებულად გავიდა.

“ატლეტიკომ” მეოთხედფინალში თამაში დაიმსახურა. მადრიდელებს კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც სათავეში კარგი მწვრთნელი უდგას.

გასულ უქმეებზე ცუდად ვითამაშეთ და “უდინეზესთან” წავაგეთ, დღეს კი, უკან კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით.

ჩვენს კარში გატანილი მე-2 გოლი დასანანი იყო, რადგან ბურთმა მიმართულება რიკოშეტის შემდეგ შეიცვალა.

ახლა, დროა, მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ.” – ციტირებს პოლის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკომ” “მილანი”, 2 მატჩის ჯამში, 5:1 დაამარცხა.

0.119036