იტალიური მედიის ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა იტალიელებთან კონტრაქტს 2018 ან 2019 წლამდე გაახანგრძლივებს.
21 წლის ფრანგ ფეხბურთელს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება. ბოლოდროინდელი ინფორმეციით, პოგბასადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" "სიტი", პსჟ და მადრიდის "რეალი" იჩენენ, თუმცა ფრანგს ტურინში დარჩენა სურს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე პოგბა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. მას შემდეგ, რაც ნახევარმცველი "ბებერ ქალბატონებს" 2012 წელს შეუერთდა, პოგბამ იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი ორჯერ მოიგო.
გიორგი ბალახაძე