ფეხბურთი

12:50 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკის ოპერაცია ელის

სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონის “არსენალის” ფორვარდი ლუკას პოდოლსკი საოპერაციო მაგიდაზე დაწვება. Goal.com-ის ცნობით, საქმე ისაა, რომ გერმანელს ტერფის ტკივილი ჯერ კიდევ ზაფხულიდან აწუხებს.

ოპერაციის გაკეთების შემდეგ, პოდოლსკი აღნიშნული ტრავმისგან სრულად განიკურნება. საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში, თავდამსხმელს სპეციალური გამაყუჩებლებით თამაში ხშირად უწევდა, მაგრამ ინგლისის პრემიერლიგის 30 მატჩში, 9 გოლი მაინც გაიტანა.

ტრავმის გამო, პოდოლსკი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს “ეკვადორთან” და აშშ-სთან, შესაბამისად, 29 მაისს და 2 ივნისს გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.

 

0.124911