ლონდონის “არსენალის” ფორვარდის – ლუკას პოდოლსკის ტრავმა იმაზე გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. “მეთოფეთა” “ტვიტერის” ოფიციალური გვერდის ცნობით, გერმანიის ნაკრების შემტევი ლაზარეთში 8-10 კვირას გაატარებს.
“პოდოლსკის მე-3 სირთულის მუხლქვეშა მყესის ტრავმა აქვს და 8-დან 10 კვირამდე იუქმებს”, - განაცხადა ლონდონელთა დამრიგებელმა არსენ ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ პოდოლსკიმ ტრავმა “ფენერბახჩესთან” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში (2:0) მიიღო.