ფეხბურთი

11:37 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი სამი კვირა იუქმებს

 

ლონდონის “არსენალის” გერმანელი ფორვარდი ლუკას პოდოლსკი ტრავმის გამო სამი კვირით დაისვენებს.

28 წლის ფეხბურთელმა მუხლქვეშა მყესი გუშინ, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის განმეორებით მატჩში დაიზიანა. “ფენერბახჩესთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში, გერმანელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამ ტრავმის გამო 49-ე წუთზე შეცვალეს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ისაუბრა.

ვენგერმა ისიც თქვა, რომ კვირას “ტოტენჰემთან” გასამართ მატჩში მოედანზე ჯეკ უილშირი გავა.

ლუკას პოდოლსკი გასულ სეზონში გუნდის ძირითადი ფორვარდი იყო და ინგლისის პრემიერლიგის 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

 

 

0.105917