ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი 2009 წელს “ბაიერნიდან” “კილნში” დაბრუნებას შეცდომად მიიჩნევს.
პოდოლსკი “კიოლნიდან” “ბაიერნში” 2006 წელს გადავიდა, მაგრამ 3 წლის შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა, საიდანაც, 2012 წელს, “არსენალს” მიაშურა.
“ვფიქრობ, 2009 წელს, იუპ ჰაინკესი “ბაიერნში” რამდენიმე კვირით ადრე რომ მისულიყო, მიუნხენში დავრჩებოდი. მას ჩემი შენარჩუნება ძალიან უნდოდა. სპორტული ფაქტორების გათვალისწინებით, “კიოლნში” დაბრუნება ჩემთვის სასარგებლო არ ყოფილა.” – აცხადებს პოდოლსკი.
ცოტა ხნის წინათ, პოდოლსკის გერმანიაში შესაძლო დაბრუნებაზე და კარიერის “შალკეში” გაგრძელებაზე ხმები გავრცელდა, რომლებსაც 28 წლის ფეხბურთელი უარყოფს: “ეს ინფორმაცია მოგონილია. მასში სიმართლე არაფერია. იგივე მითხრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა. “არსენალიდან” წასვლას არ ვაპირებ.”