“საუტჰემტონის” თავკაცი მაურისიო პოჩეტინო ლონდონის “ტოტენჰემის” გასაწვრთნელად მზადაა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
საგულისხმოა, რომ “საუტჰემპტონის” ხელმძღვანელობას არგენტინელ სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, მაგრამ თავად მწვრთნელს ახალი გამოწვევა სურს. თანაც, “საუტჰემპტონის” ლიდერები – ადამ ლალანა და ლუკ შოუ გარემოს შეცვლას გეგმავენ და კლუბის ამბიციებიც დაიკლებს.
შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიმ შერვუდი გაათავისუფლა.