საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის მეოთხედფინალურ, კონკრეტულად კი “რუსთავი”-“ქუთაისი-2010”-ის დაპირისპირებაში დაგეგმილი მატჩების ჩატარების თარიღებში ცვლილებაა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა თამუნა რუაძემ განუცხადა.
“ადრე გამოცხადებულ 23, 25 და 27 აპრილის ნაცვლად, “რუსთავი”-“ქუთაისი-2010”-ის დაპირისპირებაში დაგეგმილი მატჩები 24, 26 და თუ საჭირო გახდა 28 აპრილს ჩატარდება”, - გვითხრა რუაძემ.
საქართველოს რეგულარულ ჩემპიონატში “რუსთავმა” მე-3, ხოლო “ქუთაისი-2010”-მა მე-6 ადგილი დაიკავა. ნახევარფინალური მატჩების სერია ორ მოგებამდე გრძელდება.