რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სტარტი აიღო პლეი ოფის მეოთხედფინალური მატჩების სერიამ. პირველები ერთმანეთს “შსს აკადემია” და “ბათუმი-რსუ” დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ძალოვნები მე-4 ადგილზე გავიდნენ, ხოლო ზღვისპირელებმა მე-5 ადგილი დაიკავეს. ამიტომ მეოთხედფინალურ სერიაში ყველაზე ძლიერ წყვილად აღნიშნული წყვილი მიიჩნევა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ძალოვნებმა 9 ქულის სხვაობით 19:10 მოიგეს. მეორე მეოთხედში სტუმრებმა სიტუაცია გამოასწორეს, გააქტიურდნენ და შედეგიც გამოჩნდა. ტაიმის ბოლოს ანგარიში საყაიმო იყო – 31:31, მაგრამ ბოლო წამზე საკუთარი ნახევრიდან “ბათუმი-რსუს” უკანახაზელმა ნიკა რამიშვილმა მეტოქის კალათში სამქულიანი მოათავსა და თანაგუნდელები დააწინაურა. მეორე ტაიმში უპირატესობას ზღვისპირელები ფლობდნენ. საბოლოოდ მატჩის ანგარიშია 74:62 “ბათუმი-რსუს” სასარგებლოდ. აღნიშნულ სერიაში სტუმრები 1:0 დაწინაურდნენ.
შეგახსენებთ, რომ სერიაში გამარჯვებულად ის გუნდი გამოცხადდება, რომელიც პირველი მოიპოვებს სამ გამარჯვებას.
ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო “ბათუმი-რსუს” ამერიკელი ლეგიონერი ჯუნიორ ქედუგინი, რომელმაც 20 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა მის თანაგუნდელ ჯექსონს, რომელმაც 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანები პერიშ ბრაუნი და ლევან ფაცაცია იყვნენ, რომლებმაც 14-14 ქულა დააგროვეს. 10 ქულთა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი ილია ლონდარიძემ შეასრულა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გიორგი ნიკოლაძე (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, გუნდს ასეთი ცუდი თამაში არ უჩვენებია. მიუხედავად წაგებისა, ყველაფერი არ დამთავრებულა. თამაშს გავაანალიზებთ, შეცდომებს გამოვასწორებთ და ხვალ ვეცდებით რევანში ავიღოთ”.
მიხეილ კობეშავიძე (“ბათუმი რსუს” მთავარი მწვრთნელი): “ მე ყოველ თამაშში ბოლომდე ვიბრძვი და გამონაკლისი არც დღეს ყოფილა. გუნდში 4 ლეგიონერი გვყავს. სამწუხაროდ, სეზონი ისე აეწყო, რომ ერთი თამაშიც არ ჩაგვიტარებია, რომ ტრავმირებული კალათბურთელი არ გვყოლოდა. პირველი წრის შემდეგ კალათბურთელებს მეც დავემატე, რთული ოპერაცია გადავიტანე და ვერაფრით ვერ მოვახერხეთ ისეთი გუნდის გაკეთება, როგორიც ჩაფიქრებული გვქონდა. პლეი ოფის პირველი მატჩი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც ყველამ შეძლო თამაშში მონაწილეობა. მართალია, მოვიგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე ნახევარფინალში ვართ. თუ ხვალ ისევ შევძელით მოგება, მაშინ ვიტყვი რომ ფინალს მივუახლოვდით”.
ამჟამად მიმდინარეობს შეხვედრა “არმიასა” და “რუსთავს” შორის.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||