ფეხბურთი

21:59 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი: "რუსეთის დისკვალიფიკაცია? რუსმა ფეხბურთელებმა რა დააშავეს?"

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ამერიკელი სენატორ-რესპუბლიკელების მოთხოვნაზე, რუსეთის ნაკრები 2014 წლის მუნდიალზე არ დაეშვათ, ასეთი კომენტარი გააკეთა.

"ვერ გამიგია, რუსმა ფეხბურთელებმა რა დააშავეს? რა პასუხისმგებლობა აკისრია იმ 11 ფეხბურთელს, რომლებიც მინდორზე იქნებიან?".

ამერიკელების მოთხოვნა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიას უკავშირდებოდა. საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფიფას მიმართა, აშშ-ისთვის ჩამოერთმიათ მუნდიალზე თამაშის უფლება – მათ იუგოსლავიაში, ერაყსა და ლიბიაში საშინელებები გააკეთესო.

ბუნებრივია, ფიფამ არც რუსების მოთხოვნა გაითვალისწინა.

0.104645