გერმანული “დორტმუნდის” მცველი ლუკას პიშჩეკი “ზენიტთან” მოგებული თამაშის (4:2) შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სანკტ პეტერბურგელებს გაუმართლათ, რადგან მათ 2 გოლის გატანა მოახერხეს.
“შეხვედრა კარგად დავიწყეთ და 2 გოლი გავიტანეთ, რამაც საქმე გაგვიიოლა. მოხარული ვარ იმის გამო, რომ ამის შემდეგ კონცენტრაცია არ დაგვკარგეთ.
მიმაჩნია, რომ “ზენიტს” გაუმართლა იმაში, რომ 2 გოლი გაგვიტანა. კარგად ვითამაშეთ და იმედი მაქვს, განმეორებით მატჩშიც ასე იქნება.” – ციტირებს პიშჩეკის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.