ჩოგბურთი

10:43 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველად...

 35 წლის გერმანელ ტომი ჰაასს “მეორე სუნთქვა” გაეხსნა. ვეტერანმა ალემანმა 2006 წლიდან მოყოლებული პირველად მოახერხა ერთი სეზონის განმავლობაში ATP-ის 2 ტურნირის მოგება. ავსტრიის დედაქალაქ ვენის შეჯიბრების ფინალში მან ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს 6:3, 3:6, 6:4 მოუგო. კარიერის განმავლობაში ჰაასი 27-ედ გავიდა ტურნირის ფინალში და 15-ე ტიტული დაისაკუთრა.

ჰაასისგან განსხვავებით, 22 წლის ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა ATP-ის ტურნირზე. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში სამხრეთსლავმა რეიტინგსიის მესამე ნომერს, ესპანელ დავიდ ფერერს 2:6, 6:3, 6:4 სძლია. აქვე შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში დიმიტროვი პირველად გავიდა ATP-ის ასპარეზობის ფინალში, მაგრამ ავსტრალიის ქალაქ ბრისბენის ასპარეზობის გადამწყვეტ დაპირისპირებაში გრიგორს შოტლანდიელმა ენდი მარეიმ მოუგო.

მიმდინარე სეზონის განმავლობაში პირველი ტიტული მოიპოვა მსოფლიოს რეიტინგსიის ექსპირველმა ნომერმა კაროლინ ვოზნიაცკიმ. დანიელმა ლუქსემბურგის შეჯიბრების ფინალში იოლად მოუგო გერმანელ ანიკა ბეკს და კარიერის განმავლობაში 21-ე ტურნირის მთავარ პრიზს დაეუფლა. წლეულს ვოზნიაცკიმ 4 ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა, ინდიან უელსში კი გადამწყვეტი მატჩი დათმო.

0.116388