სერია A-ს მე-14 ტურში “უდინეზესთან” გამართულ მატჩში “იუვენტუსმა” სერიოზული დანაკარგი განიცადა. ტურინელებმა მეტოქეს კი სძლიეს, მაგრამ ტრავმა მიიღო ანდრეა პირლომ, რომელიც, როგორც ჩანს, გუნდს ხანგრძლივი დროით გამოაკლდა.
დღეს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდა, რომ პირლოს მუხლის გვერდითი მყესები აქვს დაზიანებული. ფეხბურთელის მკურნალობის ვადების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ ამ ტიპის ტრავმის მორჩენას მინიმუმ ერთი თვე სჭირდება და არც ის იქნება გასაკვირი, 34 წლის ნახევარმცველს 2 თვე რომ გაუცდეს.