34 წლის ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ტურინის “იუვენტუსთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ Sky Sport Italia იუწყება.
ხელშეკრულება ორ წელიწადზეა გათვლილი. თუმცა, ოფიციალურად ტურინული კლუბის ამის შესახებ თებერვლის დასაწყისზე ადრე არ იტყვიან.
აქვე გეტყვით, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს “იუვესთან” ძველი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურებოდა.
ამ სეზონში პირლომ “იუვეს” შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.