ტურინის “იუვენტუსის” ტრავმირებული ნახევარმცველი ანდრეა პირლო მოედანს მალე დაუბრუნდება. აპენინური პრესის ცნობით, “ბებერი სინიორა” 34 წლის შუახაზელის გამოჩენას “რომასთან” მატჩში ელის.
მოგეხსენებათ, იტალიელი “უდინეზესთან” მატჩში დაშავდა და მუხლის ტრავმის გამო, ექიმებმა ნახევარმცველმს თვენახევრიანი უქმობა გამოუწერეს. პირლოს გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და თუ რაიმე სახის გართულება არ იქნა, “ჯალოროსის” წინააღმდეგ ითამაშებს.
ცნობისათვის, “იუვენტუსი” “რომას” 5 იანვარს დაუპირისპირდება.