ფეხბურთი

21:55 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “მილანთან” გამომშვიდობების დროს მხოლოდ კალამი მერგო”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც მალე გამოვა, “მილანიდან” მისი წასვლის ეპიზოდს აღწერს და აცხადებს, რომ “როსონერისთან” დამშვიდობების დროს, მას მხოლოდ კლუბის ლოგოტიპიანი კალამი შეხვდა.

“საყვარელი კალამია, მაგრამ ის მხოლოდ კალამია, რომელიც შავ-წითელ ფერებშია. ადრიანო გალიანიმ მითხრა: “გთხოვ, ამ კალმით “იუვენტუსთან” კონტრაქტს ხელი არ მოაწერო”. მისი ხუმრობა გამართლდა.

კლუბთან გამომშვიდობების დროს, უფრო მეტს ველოდი, ვიდრე კომიკურ რეპლიკას. თუმცა, მაინც გავიღიმე. ამის შემდეგ, “მილანში” გატარებული 10 წელი ჩემთვის უბრალოდ წარსულად იქცა.

ჩემი “მილანიდან” წასვლა ორმხრივი შეთანხმების შემდეგ გადაწყდა. არ მინდოდა გამერისკა და კარიერის დარჩენილი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გამეტარებინა.” – ციტირებს პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნის ნაწყვეტს მილანური La Gazzetta dello Sport-ი.

0.121263