Sky Sport News-ს თუ დავუჯერებთ, ანდრეა პირლოსა და “იუვენტუსს” შორის ახალი კონტრაქტი გაფორმება უახლოეს მომავალში მოხდება.
პირლოსა და “იუვენტუსს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. მხარეები მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებენ და როგორც ჩანს, შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის პირლო “ბებერ სინიორასთან” 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
პირლოსთან შეთანხმების შემდეგ, ტურინელების მთავარი საზრუნარი პოგბასთან გახანგრძლივებაა. 21 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მისი შეძენით “პარი სენ ჟერმენი” სერიოზულადაა დაინტერესებული, რაც ტურინელებს მოქმედებისკენ უბიძგებს.